ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
კომპანია “კემა” 2021 წელს დაარსდა და აგროსექტორში სწრაფად მზარდ და სანდო პარტნიორად მალევე იქცა. წარმოადგენს Rijk Zwaan-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში — კომპანია, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ბოსტნეულისა და ხილის უმაღლესი ხარისხის თესლის წარმოებით. კემა აქტიურად თანამშრომლობს 200-ზე მეტ ფერმერთან საქართველოს მასშტაბით, რითაც უდიდესი წვლილი შეაქვს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. მისი საქმიანობა დაფუძნებულია ცოდნაზე, პრაქტიკულ მხარდაჭერასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაზე, რაც უზრუნველყოფს ფერმერების წარმატებას როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
კემას მისია და ხედვა სრულად თანხვედრაშია Rijk Zwaan-ის პრინციპებთან — მუდმივი განვითარება, ინოვაციებზე ორიენტაცია და გრძელვადიანი პარტნიორობების დამყარება. კომპანია არა მხოლოდ აწვდის თესლს ფერმერებს, არამედ აქტიურად უჭერს მხარს მათ სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც განაპირობებს მოსავლიანობის ზრდასა და სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ეს არის ის მიდგომა, რომელიც კემას გამოარჩევს ბაზარზე — არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ადამიანებზე და ურთიერთობებზე ორიენტირებული სერვისი.
კემას ოფისი მდებარეობს მარნეულში, სოფელ წერეთლის გზატკეცილზე, რაც გეოგრაფიულად ხელსაყრელი ლოკაციაა რეგიონში ფერმერებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. კომპანია უკვე ამზადებს მასშტაბურ გეგმებს სამომავლო განვითარებისთვის.. კემა მტკიცედ უმაგრებს ზურგს ქართველ ფერმერს და აგრარული სექტორის მდგრად განვითარებას, რაც კომპანიის ხედვას განაპირობებს როგორც გრძელვადიან, სანდო და ინოვაციურ პარტნიორს საქართველოს აგრობიზნესში.
მეტი რაიკ ცვაანის შესახებ
რაიკ ცვაანი არის ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ბოსტნეულის და ხილის ჯიშების გამოყვანასა და თესლის წარმოებაში. დაარსდა 1924 წელს როტერდამში და დღესდღეობით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს შვილობილი კომპანიები. კომპანია 4,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და მისი მთავარი ოფისი მდებარეობს დე ლიერში, ნიდერლანდებშიю
რაიკ ცვაანიის საქმიანობის ცენტრში დგას კვლევა და ინოვაცია. კომპანია ყოველწლიური შემოსავლის დაახლოებით 30%-ს მიმართავს კვლევასა და განვითარებაზე, რათა შექმნას კლიმატურ ცვლილებებსა და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული ჯიშები. იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ფენოტიპირება და მონაცემებზე დაფუძნებული გამოყვანა, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის თესლის წარმოება .
კომპანიის კულტურა ორიენტირებულია ადამიანებზე — თანამშრომლებზე, კლიენტებსა და პარტნიორებზე. რაიკ ცვაანის მისიაა ხელი შეუწყოს ჯანსაღი და მდგრადი მომავლის შექმნას, რაც აისახება არა მხოლოდ თესლის გაყიდვაში, არამედ ცოდნის გაზიარებასა და გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბებაში.